რესტორანი ბორჯომი ლიკანი

რესტორანი ბორჯომი ლიკანი გამორჩეულია საერთაშორისო სამზარეულოს მდიდარი არჩევანით.  საუზმის, ლანჩისა და ვახშმის დროს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ქართული, ევროპული და აზიური მრავალფეროვანი კერძებით ისიამოვნონ. რესტორანს აქვს ღია ტერასა, რომელიც სტუმრებისათვის ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით მიმზიდველია.

რესტორანი ბაგრატიონი

თუ გსურთ გაეცნოთ ცნობილ ქართულ სამზარეულოსა და ღვინოებს, აუცილებლად ეწვიეთ რესტორანს - „ბაგრატიონი“, რომელიც სასტუმროს მე-6 სართულზე მდებარეობს. იგი 40-მდე ადამიანს მასპინძლობს, მისი ღია ტერასიდან კი თვალწარმტაცი ბუნების უმშვენიერესი ხედები იშლება.

ლობი ბარი

უბრალოდ განტვირთვისა თუ საქმიანი შეხვედრებისათვის საუკეთესო ადგილია ბორჯომი ლიკანის ლობი ბარი, რომელიც ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელებითა და გემრიელი სასუსნავით გიმასპინძლებთ. ცოცხალი მუსიკა ლობი ბარში გატარებულ თითოეულ საღამოს დაუვიწყარს გახდის, ჩვენი კოქტეილის მენიუ კი ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნებას დააკმაყოფილებს.

ნომრის მომსახურება

სასტუმროში მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ 24-საათიანი ნომრის მომსახურებით, ასევე შეუკვეთოთ ჩვენი რესტორნის მენიუდან ნებისმიერი კერძი, სასმელი  და  ისიამოვნოთ საკუთარ ნომერში.