დედა სიდონიას ნამუშევრების გამოფენა

4 აგვისტო, 16:00 საათი!

„როცა ორი სამყარო ერთმანეთს ხვდება“ - დედა სიდონიას ჰაეროვანი და ენერგიით სავსე აქსესუარების გამოფენა ბორჯომი ლიკანში!

ნაქარგობა ვერცხლში, ნაქარგობა ხეში და შუშის აქსესუარები - მისი ნამუშევრები  ეთნიკურისა და თანამედროვეობის იდეალური შერწყმაა. 

დედა სიდონიას ნამუშევრებს დადებითად აფასებენ მოდის  ინდუსტრიის ისეთი სახეები, როგორებიც არიან იაპონელი ფოტოგრაფი იურიკო ტაგაკი და მოდის ექსპერტი გოშა რასტავშიკოვი. მისი აქსესუარები უამრავი ცნობადი სახის საყვარელი სამკაულია.