მასაჟი
რელაქსაციური მასაჟი

ანტისტრესული, დამამშვიდებელი მასაჟია,  ტარდება სხვადასხვა სურნელოვანი ზეთის გამოყენებით.  Sperience-ის თერაპია უზრუნველყოფს სხეულის  განტვირთვას და აღადგენს თქვენს ემოციონალურ ბალანსს.

55 წუთი
130
აბრეშუმის ჯადოსნური გზა

(ცხელი ქვებისა და პინდასების მასაჟი)

ეს მასაჟი წარმოადგენს, ვულკანური ცხელი ქვებისა და ჯადოსნური პინდასების არაჩვეულებრივ სინთეზს.

55 წუთი
155
სანთლის მასაჟი

ჩაკრის ენერგეტიკული კრისტალებისა და სანთლის მასაჟის საუცხოო თერაპიის საშუალებით თქვენ შეიგრძნობთ სრულ ჰარმონიას  და მაქსიმალურ განტვირთვას.

55 წუთი
150
წყვილის მასაჟი

პირადად თქვენთვის შექმნილი ყველაზე ჰარმონიული მასაჟით მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას და, ამასთან,  ერთად გაატარებთ საუცხოო 1 საათს.

55 წუთი
230
ოთხ ხელში მასაჟი

ორი თერაპევტის მიერ სარკისებურად  შესრულებული, სინქრონული სალექსაციო მასაჟი განსაკუთრებულად სასიამოვნო შეგრძნებებს დაგიტოვებთ.

55 წუთი
190
ანტიცელულიტური მასაჟი

მასაჟი ხელს უწყობს  სისხლის  ბუნებრივი ცირკულაციის სტიმულირებას და ეფექტურად ეხმარება ცხიმს დაშლაში. გამოიყენება მუცლის, გვერდებისა და დუნდულების გასამკვრივებლად.

55 წუთი
160
სპორტული მასაჟი

მასაჟი  სპეციალურად შემუშავებულია კუნთების დაჭიმულობის მოსახსნელად და მათი სტიმულაციისათვის. მოცემული პროცედურა მოამზადებს თქვენს სხეულს მომავალი ფიზიკური დატვირთვისათვის.

55 წუთი
150
მასაჟი ორსულებისთვის

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო, ჰარმონიული და განსაკუთრებული პერიოდია. თუმცა, ამავდროულად, ადამიანის ორგანიზმი ძლიერ ფიზიკურ და ემოციურ ცვლილებებს განიცდის. მასაჟი მოგიხსნით ზურგის ტკივილს, კუნთების დაჭიმულობას, გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას. 

30 წუთი
115
ზურგის, კისრისა და მხრების მასაჟი

30-წუთიანი პროცედურა იდეალური არჩევანია იმისთვის, რომ მოიხსნათ დაჭიმული კისრის, მხრებისა და ზურგის ტკივილი.

30 წუთი
95
თავის და მხრის სარტყელის ზონის მასაჟი

პროცედურა მომენტალურად ხსნის სტრესისა და დაჭიმულობის შეგრძნებას, დაგიმშვიდებთ  სხეულს, გაგიუმჯობესდებათ ყურადღება და კონცენტრაციას უნარი.

30 წუთი
95
ხელების და კისრის წერტილოვანი მასაჟი

მასაჟის დროს გამოიყენება „ხელის გულებზე ზეწოლის“ მეთოდი. პროცედურა მოგიხსნით თავის, ბეჭების ტკივილს, ზურგისა და კისრის დაჭიმულობას.

30 წუთი
95
მასაჟი დაღლილი და დამძიმებული ფეხებისთვის

პროცედურის შედეგად მოიხსნით სტრესს და სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში, შემცირდება დისკომფორტი და იგრძნობთ განსაკუთრებულ სიმსუბუქეს.

30 წუთი
95
Reflexology - ტერფების წერტილოვანი მასაჟი

მასაჟი წარმოადგენს ალტერნატიული მედიცინის სახეს, რომელიც სრულდება ცერა თითების გამოყენებით.  პროცედურის დროს მუშავდება ტერფების რეფლექსური ზონები.

30 წუთი
95
სახის მასაჟი

აღნიშნული მასაჟი აუმჯობესებს კუნთის ტონუსს,  ხელს უწყობს სახისა და თვალის კუნთების რელაქსაციას. პროცედურის შედეგად მოიხსნით თავის ტკივილსა და დაძაბულობას.

20 წუთი
65
საბავშვო მასაჟი

სხეულის მასაჟის სხვადასხვა კომბინაციაა, რომელსაც გარდა სიამოვნებისა, თერაპევტული დანიშნულებაც აქვს. ხელს უწყობს მოზარდის სიმაღლეში ზრდას, კუნთების განვითარებასა და სხეულის საერთო ტონუსის ამაღლებას.

20 წუთი
65
ტანის პროცედურები
ტანის პილინგი

(სუნელების, ზღვის მინერალების, შოკოლადისა და ფორთოხლის პილინგი)

სანელებლების - დარიჩინის, ვანილის, კოჭისა და ილის საუცხოო ნაზავი ეფექტურად აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს. პილინგის შემდეგ თქვენი კანი გლუვი და ტენიანი ხდება.

ზღვის მინერალები -  წყალმცენარეებსა და ზღვის მარილზე დაფუძნებული ინოვაციური ფორმულა განაახლებს თქვენს კანს, გახდის მას საოცრად გლუვს და მისცემს მბრწყინვალებას.

შოკოლადი - სხეულის „გემრიელი“ პილინგია,როდესაც შოკოლადის ათასობით ფილა გარს ეკვრის თქვენს კანს და  ტკბილი ფორთოხლის ინტენსიურ არომატს ანიჭებს.

ფორთოხლის წვეთები - აღნიშნული სკრაბი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის კანისათვის, მათ შორის ჰიპერმგრძნობიარეთათვის. პროცედურის შედეგად თქვენი კანი იდეალურად დატენიანებულია, გათავისუფლებულია მკვდარი უჯრედებისგან და საუცხოოდ გლუვია.

30 წუთი
95
ჰამამის პროცედურა

ჰამამი წარმოადგენს სპას ტრადიციულ რიტუალურ პროცედურას თურქეთიდან და შუა აღმოსავლეთიდან.

ორთქლის ოთახის გამოყენების შემდგომ, პროცედურა  თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ, ულამაზეს თურქულ აბანოში ტარდება. უძველესი ტრადიციების გამოყენებით, ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობითა და ექსოლიდაციის პროცედურის საშუალებით თქვენი სხეული და კანი სრულად განიწმინდება და დამშვიდდება.

30 წუთი
85
გამოცოცხლება - ოქროს შეფუთვა

ესაა ოქროს თერაპია „Germaine de Capuccini“-სგან, რომელიც მოიცავს  Gold Star-ის შეფუთვასა და  Gold Star ნექტარის სარელაქსაციო მასაჟს. აღმდგენი და სტიმულაციური თერაპია, დაფუძნებული ზღვის ოქროზე, ოქროს  აბრეშუმში გაახვევს თქვენს კანს და მიანიჭებს მას განსაკუთრებულ ბრწყინვალებას.

55 წუთი
170
Timexpert C+ შეფუთვა, ღრმა დატენიანება

გამამკვრივებელი პროცედურაა, ძლიერი მკვებავი ეფექტით, რომელიც ვიტამინი C-ს  საშუალებით აუმჯობესებს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას, აცოცხლებს მას და აღადგენს ენერგიას.  მსუბუქი ტექსტურისა და მიკრო-პიგმენტის დამსახურებით თქვენი კანი დატენიანებული და მბრწყინავია.

55 წუთი
175
პროცედურა დაღლილი და დამძიმებული ფეხებისთვის

პროცედურა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ფეხების არეში, ხელს უწყობს მის გათავისუფლებას ზედმეტი სითხისა და ტოქსინებისგან, შედეგად კი თქვენ მიიღებთ მომენტალურ შვებას ფეხების არეში და გაგიუმჯობესდებათ კანის მდგომარეობა.

55 წუთი
140
მოდელირება - შოკოლადის შეფუთვა

სხეულის „გემრიელი“ პილინგია. კაკაოს ათასობით ფილა ეკვრის თქვენს კანს და ანიჭებს მას ინტენსიურ, შესანიშნავ არომატს. პროცედურა დაგიტოვებთ სისუფთავისა და სიახლის შეგრძნებას.

55 წუთი
180
წითელი ყურძენი - სიბერის საწინააღმდეგო შეფუთვა

ესაა წითელ ყურძენზე დაფუძნებული სხეულის შეფუთვა.  დაბერების საწინააღმდეგო თერაპია გაანეიტრალებს თქვენს დამაზიანებელ თავისუფალ რადიკალებს  და უზრუნველყოფს დასტრესილი კანის სიცოცხლისუნარიანობას.

55 წუთი
180
Detox - წყალმცენარეებით შეფუთვა

ეს ტალახი  ფრანგული ზღვის, ბრიტანის,  ყველაზე ღრმა წერტილიდან მოიპოვება, რომელიც მდიდარია ზღვის ნალექით, მინერალური მარილებითა და მიკროელემენტებით. ტალახი წმენდს კანს და აღადგენს ყველა იმ  საბაზისო მინერალს, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი  ყოველდღიური სტრესისგან კარგავს.

55 წუთი
175
სახის პროცედურები
ექსპრეს დატენიანება

პროგრესული თერაპიაა, რომელიც ეხმარება კანს რეგენერაციაში, ბალანსსა და ოპტიმალური ტენიანობის დონის შენარჩუნებაში. აღნიშნული პროცედურის ეფექტურობას ე.წ. კირეის მეთოდი და ექსკლუზიური ,,Germaine de Capuccini“-ის პროდუქტი განაპირობებს. ამგვარად, თქვენი კანი  აქტიურად შეინარჩუნებს ახალგაზრდობას.

30 წუთი
115
ექსპრეს ბალანსირება

არაჩვეულებრივი პროცედურაა თქვენი კანის pH-ბალანსის აღსადგენად და ცხიმის გამოყოფის შესამცირებლად.

თერაპია იწყება ნაზი ენზიმური პილინგით, რომელიც სახის კანს აშორებს მკვდარ და გარქოვანებულ უჯრედებს. მოცემული პროცედურა ასევე რეკომენდებულია  ახალგაზრდა კანისთვის. 

30 წუთი
115
Shock Fluids - დაბინძურებული გარემოსგან დაზიანებული კანისთვის

SHOCK FLUIDS -ის ეს პროცედურა ეფექტურად ებრძვის გარემოს დაბინძურებით გამოწვეულ კანის დაზიანებებს,  აღადგენს და იცავს  მას.

20 წუთი
65
Shock Fluids - სტრესულ მდგომარეობაში მყოფი კანისთვის

ქრონიკული და შენიღბული ანთება ფარულად მოქმედებს ჩვენს კანზე, რომელიც ხშირად ქმნის პატარ-პატარა ანთებით რეაქციებს.  აღნიშნული პროცედურა,  სწორედ მსგავსი ტიპის ანთებითი პროცესების წარმოქმნას უშლის ხელს.

20 წუთი
65
Shock Fluids - მზით დაზიანებული კანისთვის

SHOCK FLUIDS მზით დაზიანებული კანის აღმდგენი პროცედურაა, რომელიც ამცირებს ნაადრევი დაბერების ნიშნებს.

20 წუთი
65
So Delicate - სახის დელიკატური მოვლა

SO DELICATE  პროფესიონალური მეთოდია მგრძნობიარე კანისათვის, რომელიც აერთიანებს ბუნების ძალასა და უახლეს კოსმეტიკურ ტექნოლოგიებს.  აღნიშნული პროცედურა ზრდის კანის ამტანობას, ამცირებს მგრძნობიარე კანის გაღიზიანებას და არბილებს მას.

55 წუთი
130
Purexpert Skin With Imperfections - გაღიზიანებული სახის კანის მოვლა

სახის რევოლუციური ჰიგიენა Purexpert-სგან სრულიად შეცვლის თქვენი სახის გარეგნობას: განაახლებს, აღადგენს და დაატენიანებს მას. თუ თქვენი კანი ცხიმიანია, ეს პროცედურა მას სუფთასა და გლუვს გახდის. თუ თქვენი კანი ნორმალური ან კომბინირებულია, ის უფრო ელასტიური და მბზინვარე გახდება.

55 წუთი
145
Synergyage Aox - დამზოგველი ქიმიური პილინგი

ახალი თაობის CLINICAL PEEL AOX სისტემა (BIONIC + FEFULIC) ინოვაციური, დაბერების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტი პროგრამაა, რომელიც ორიენტირებულია კანის ე.წ. დეფექტებზე და მოქმედებს ყველანაირ კანზე გაღიზიანების გარეშე.

40 წუთი
140
Excel Therapy O2 - ჟანგბადით გამდიდრება

„Germaine de Capuccini“-ის ეს ინოვაციური სახის პროგრამა კანის დაბერების საწინააღმდეგო ექსკლუზიური მეთოდია, რომელიც შექმნილია ადრეული დაბერების პრევენციისათვის. მეთოდი ეფექტურად მუშაობს გარემოსგან გამოწვეული სტრესისა და კანში ჟანგბადის ნაკლებობის წინააღმდეგ. აღნიშნული პროცედურა განსაკუთრებით რეკომენდებულია მწეველთათვის.

55 წუთი
215
Hydracure - დატენიანება

პირველი პროფესიონალური დატენიანების მეთოდი ითვალისწინებს როგორც კანის ტიპს, ასევე-კლიმატს. აღნიშნული პროცედურა იცავს კანს დეჰიდრაციისა და კლიმატური ცვლილებებისაგან მთელი დღის განმავლობაში და  ხელს უწყობს ნაადრევი დაბერების  ნიშნებისადმი კანის ბუნებრივ რეზისტენტულობას.

55 წუთი
170
Timexpert C+ - დატენიანება და იონიზაცია

დაბერების საწინააღმდეგო პირველი პროფესიონალური  პროცედურაა, რომელიც კანის გლიკაციის უარყოფით ეფექტებს ებრძვის:  აფერხებს A.G.E.–ის ფორმირებას და აჩქარებს უკვე არსებულის დაშლას. გარდა ამისა, აქრობს „კუსუმის ეფექტს“ (კანის სიფერმკრთალეს).
დაბერების საწინააღმდეგო მულტიკორექცია კანს ანიჭებს სიმკვრივეს, ერთგვაროვნებას, ბრწყინვალებასა და ელასტიურობას. დატენიანებული და ნათელი კანი მომენტალურად აღადგენს შთამბეჭდავ ახალგაზრდობას.

55 წუთი
180
Timexpert Lift (In) სახის ლიფტინგი

გასამკვრივებელი პროცედურა ლიფტინგის ეფექტით ცვლის და აღადგენს სახის მოცულობას. პროცედურის შედეგად გაგიუმჯობესდებათ კანის  მოდუნების პრობლემები.

55 წუთი
250
Timexpert Rides - სახის ანტი ეიჯ პროცედურა

სახის პროცედურა დაბერების წინააღმდეგ ექსტრაორდინალური, პროფესიონალური მეთოდია, დადასტურებული შედეგებით, რომელიც გამოიყენება სახის მიმიკური ნაოჭების წინააღმდეგ: აღადგენს, ავსებს და აფერხებს მათ წარმოქმნას. ეს პროცედურა ტარდება ექსკლუზიური, ინოვაციური და პროფესიონალური „კირეი“ მეთოდით.

55 წუთი
220
Timexpert Rides Eyes - თვალის ნაოჭებთან ბრძოლა

პროცედურა სახის მიმიკური ნაოჭებისა და თვალის გარშემო შავი წრეების გაჩენას ებრძვის. პროცედურის ჩატარების შედეგად განეიტრალდება თქვენი კანის მიკროდაჭიმულობა, შეივსება მიმიკური ხაზები და კანი გახდება ბზინვარე.

45 წუთი
150
Timexpert SRNS - გლობალ ანტი ეიჯ პროგრამა

ეს პროცედურა შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს, რადგან მას შეუძლია გენების ქცევაზე გავლენის მოხდენა, მათი  ოპტიმალური მდგომარეობის მისაღწევად. პროცედურა დაფუძნებულია სამ ძირითად მიმართულებაზე: აღდგენა, განახლება, ავსება.

55 წუთი
250
Timexpert White - პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლა

TIMEXPERT WHITE იდეალური პროცედურაა პიგმენტაციისკენ მიდრეკილი კანისათვის, რომელიც გამოწვეულია ასაკის, ულტრაიისფერი სხივების მოქმედების, გენეტიკისა ან ჰორმონალური დარღვევების გამო. პროცედურა გაგიუმჯობესებთ მელანინის სინთეზის პროცესს, ხელს შეუშლის მუქი ლაქების წარმოქმნას, დაარეგულირებს პიგმენტაციის პროცესს და დაუბრუნებს თქვენს კანს იდეალურ სიგლუვესა და ბრწყინვალებას.

55 წუთი
240
For Men - სახის მოვლა მამაკაცებისთვის

ენერგიის მომცემი და სადეტოქსიკაციო პროცედურა ხსნის კანის დაღლილობას. გამაცოცხლებელი მასაჟი მსუბუქი ტექსტურით დაფუძნებული შიაცუსა და ნატურალურ ინგრედიენტებზე (არყის წვენი, ვიტამინი C და სხვა).
პროცედურა უზრუნველყოფს თქვენი კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას.

55 წუთი
165