პროცედურები
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის გამორეცხვა

პროცედურა გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს: გასტრიტი, მომატებული და დაქვეითებული სეკრეტორული ფუნქცია, ქოლეცისტიტი, დუოდენიტი, ნაღვლის ბუშტის დისკინეზია, კოლიტები და ენტეროკოლიტები.

მკურნალობის შედეგად უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, საკვების ევაკუაცია კუჭიდან ნაწლავებში, ქრება თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის ლორწოვანის ანთება,  ხდება ანთებითი პროცესების შედეგად დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაცია.

65
ნაწლავის გამორეცხვა (მორწყვა) მინერალური წყლით

პროცედურა გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს: ყაბზობა, დისბაქტერიოზი, ჭარბი წონა, დერმატიტები, პროსტატიტი-პოტენციის დაქვეითება, უშვილობა, ალერგიული რეაქციები.

პროცედურის შედეგად ნაწლავში ნორმალიზდება  ბაქტერიული ფლორა, რეგულარული და რბილი ხდება კუჭის მოქმედება, მცირდება მეტეორიზმი,  ნელდება ანთებითი პროცესი, უმჯობესდება შარდვა და პროსტატის ფუნქციონირება,  ქვეითდება წონა და სხვა.

50
მიკროოყნა (სამკურნალო ბალახებით, ზეთით)

პროცედურა გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს: პროქტიტები, კოლიტები და ყაბზობა.

მიკროკლიზმას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური ეფექტი.

10
გინეკოლოგიური მორწყვა მინერალური წყლით

პროცედურა გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს: ქრონიკული ენდომეტრიტი, ეროზიები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ამენორეა, ვაგინიტი და ვულვიტი.

პროცედურის შედეგად  ქრება ანთებითი პროცესი, აღდგება ლორწოვანი გარსი.

20
წყალქვეშა მასაჟი

პროცედურა გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს: ძვალ-სახსართა სისტემის პათოლოგიები (ტკივილი სახსრებსა და კუნთებში), ხერხემლის დაზიანება ოსტეოქონდროზისა და რადიკულონევრიტის დროს, კლიმაქტერული სინდრომი, ნივთიერებათა ცვლის დარღვება.

პროცედურის შედეგად უმჯობესდება  სისხლის მიმოქცევა მთელ ორგანიზმში, აქტიურდება მეტაბოლიზმი, უმჯობესდება ტროფიკა, რაც, თავის მხრივ, იწვევს წონის ნორმალიზებას, მაგრდება სისხლძარღვების კედლები, აღდგება მათი ელასტიურობა, მცირდება ქსოვილების შეშუპება.

40
მარგალიტოვანი აბაზანა

პროცედურა გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს: პოსტტრავმული ასთენიური   სინდრომი, კანის ელასტიურობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობა, სტრესი, უძილობა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები (ართრიტები, ართროზები). 

პროცედურის შედეგად კანი ივსება ჟანგბადით და ხდება უფრო მკვრივი. მცირდება ტკივილები სახსრებსა და წელის არეში, ძლიერდება ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნა ორგანიზმიდან.

35
მინერალური აბაზანა

პროცედურა გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს:

გულის დაავადებები და სისხლის მიმოქცევის დარღვევა (გულის დაავადებები, კორონარული დაავადება, კარდიომიოპათია, პერიფერიული არტერიებისა და ვენების  დაავადებები და სხვა); ცენტრალური ნერვული სისტემების ანთება და დაავადებები; კუნთოვანი სისტემის დაავადებები (ქონდროპათია, ოსტეოპათია, რბილი ქსოვილების დაავადება); სასუნთქი ორგანოების დაავადებები (ბრონხიტი); გინეკოლოგიური დაავადებები; ჭარბი წონა; კანის დაავადებები და ანთებითი პროცესები; კლიმაქსი; შაქრიანი დიაბეტის იოლი ფორმა; ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები (გასტრიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი).

მინერალური აბაზანის დადებითი თვისებები გამოიხატება მინერალების კანზე მოქმედებით, მინერალები ასევე  კანის ფორების საშუალებით ორგანიზმშიც აღწევენ.

45
წიწვოვანი აბაზანა

პროცედურა გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს: ოსტეოქონდროზი, ნეიროდერმატიტი, ზედა სასუნთქი სისტემის დაავადებები, ჭარბი წონა.

წიწვოვანი აბაზანა მზადდება აბაზანაში წიწვის ექსტრაქტის დამატებით, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო უამრავ ნივთიერებას. აბაზანას ახასიათებს ანტიბაქტერიული, შეხორცებითი, გამაჯანსაღებელი ეფექტი. ტყის მსუბუქ არომატს აქვს ასევე არომათერაპიის ეფექტი.

პროცედურის შედეგად ძლიერდება უჯრედების რეგენერაცია, ლიპიდების დაშლა და ტოქსინების გამოდევნის ეფექტი, კანის წყლის ბალანსის ნორმალიზაცია გვაძლევს ხილულ გამაჯანსაღებელ ეფექტს.

35
ლავანდის აბაზანა

პროცედურა გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს: ნევროზი, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, კლიმაქტერული სინდრომი, პროსტატიტი, პროსტატის ადენომა, უძილობა.

პროცედურის დადებითი შედეგი გამოიხატება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში, ტკივილის კუპირებაში. ლავანდის არომატი ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

35
სკიპიდარის (ტურპერინი, ფისი) აბაზანა

პროცედურა გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტონია, ნეიროცირკულატორული დისტონია, თრომბოფლებიტი. შარდსასქესო სისტემის დაავადებები: ქრონიკული ცისტიტი, ქრონიკული პროსტატიტი, პიელონეფრიტი, ერექციული დისფუნქცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ქრონიკული ქოლეცისტიტი, რევმატიზმი, პოდაგრა, ქრონიკული ართრიტი და ართროზი, ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე.

პროცედურის უნიკალურობას განაპირობებს პროდუქტში შემავალი  სამკურნალო მცენარეების ფართო სპექტრი და მისი მოქმედება კაპილარულ ქსელზე.

35
ღვინის აბაზანა

ღვინოში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები ანტიოქსიდანტური ეფექტით გამოირჩევა. ორგანიზმიდან გამოიდევნება შლაკები და ტოქსინები.

აბაზანის მიღებით ძლიერდება იმუნიტეტი, იხსნება ნერვული და კუნთოვანი დაძაბულობა, მაგრდება სისხლძარღვთა კედელი, აქტიურდება სისხლის მიმოქცევა. აბაზანა კვებავს კანს, ამცირებს ცელულიტს, ანელებს დაბერების პროცესს. აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

45
რძის აბაზანა ლიმონით

პროცედურა წარმოადგენს ვიტამინებით მდიდარი კოქტეილის აბაზანის მიღებას, რომელიც ატენიანებს და არბილებს კანს, აძლიერებს კანის ტურგორს, ხდის მას ელასტიურს და ასწორებს ნაოჭებს. აბაზანა ღრმად წმენდს კანს, აფერმკრთალებს პიგმენტულ ლაქებს. ლიმონის გამოყენებით დამატებით ებრძვის ცელულიტს.

40
შხაპი „ვიში“

წყლის ჭავლის პროცედურა აძლიერებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას, ხელს უწყობს ცელულიტთან ბრძოლას. შხაპის მიღებით ძლიერდება მეტაბოლიზმი  და მშვიდდება ნერვები.

35
აღმავალი შხაპი

პროცედურა  ლოკალური მოქმედების შხაპია. იგი ხშირად ინიშნება უროლოგიური, გინეკოლოგიური და პროქტოლოგიური დაავადებების დროს. შხაპი მოქმედებს მენჯის მცირე ღრუზე, ამაგრებს მცირე მენჯის კუნთოვან ქსოვილს. აქვს ანთების საწინააღმდეგო და გაუტკივარების  ეფექტი. შხაპი რეკომენდებულია ქრონიკული პროსტატიტის, უშვილობის, ბუასილის, უნებლიე შარდვისა და სხვა პათოლოგიების დროს.

20
ცირკულარული (შვეიცარული, ნემსისებრი) შხაპი

შხაპის მიღება აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, დადებითად მოქმედებს შინაგან ორგანოებზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას. წყლის ძლიერი ჭავლი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ძლიერდება უჯრედული მეტაბოლიზმი, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ცირკულარული შხაპი რეკომენდებულია ჭარბი წონის, უძილობის, ნევროლოგიური დაავადებებისა და სხვა პათოლოგიების დროს. 

25
ზღვის მარილის აბაზანა

პროცედურა გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს: ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები (ართრიტი, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი), ათეროსკლეროზი, დერმატიტები, ჭარბი წონა, ცელულიტი.

ზღვის მარილში შემავალი ინგრედიენტები აქტიურად მოქმედებენ ნერვულ დაბოლოებებზე, რის შედეგადაც ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა და ორგანიზმი ივსება ზღვის მარილში შემავალი მიკროელემენტებით: ბრომი, რკინა, იოდი, სელენი, ცინი, მაგნიუმი.                

35
ღრძილების ჰიდრომასაჟი მინერალური წყლით

პირდაპირი კონტაქტის საშუალებით მინერალური წყლის იონები მაქსიმალურად ღრმად შედიან ღრძილების დაზიანებულ ნაწილებში და ეფექტურად კურნავენ მათ. მაგალითად, პარადონტოზის დროს. სისხლში მოხვედრის შემდეგ, წყლის იონები ვრცელდებიან მთელ ორგანიზმში, უზრუნველყოფენ ორგანიზმის პროფილაქტიკურ დაცვას, აქვთ ჭრილობების შეხორცების სწრაფი უნარი. ადამიანის ორგანიზმი ხდება უფრო მდგრადი ინფექციური დაავადებების მიმართ.

ამ ეფექტური პროცედურის სულ რამდენჯერმე გამეორება მოაგვარებს სისხლმდენი ღრძილების პრობლემას, პირის ღრუში გაქრება უსიამოვნო სუნიც.

10
ინჰალაცია - მინერალური წყლით

პროცედურის ეფექტურობა ეფუძნება მინერალური წყლის თვისებებს: მინერალური წყალი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, რომლებიც აორთქლების შედეგად სწრაფად აღწევენ ორგანიზმში. წარმოქმნილი ორთქლი მომენტალურად გადის ფილტვებს და ათხელებს ნახველს, აჩქარებს სხეულიდან მისი გამოდევნის პროცესს.

20
ლიმფოდრენაჟი-პრესოთერაპია

მეთოდი გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს: ჭარბი წონა, ცელულიტი, დაღლილი ფეხის სინდრომი, ნევრალგიები, მიოპათიები  და სხვა.

პროცედურა სრულდება აპარატული მეთოდით. ქსოვილებზე წნევის ტალღისებური ზეწოლით უმჯობესდება არტერიული, ვენური სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა. გარდა ამისა, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა.

45
პარაფინოთერაპია

ჩვენებები: ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები, ზედა სასუნთქი სისტემის დაავადებები, გასტროენტეროლოგიური დაავადებები: გასტრიტი კოლიტი, ქოლეცისტიტი, შეხორცებითი დაავადებები, გინეკოლოგიური, უროლოგიური, დერმატოლოგიური დაავადებები.

პარაფინოთერაპია - სითბური მეთოდით მკურნალობა. ღრმა სითბური მოქმედების შედეგად იმატებს სხეულის ტემპერატურა, კანი ხდება რბილი და გლუვი, იხსნება ფორები. აღნიშნული პროცედურა ახდენს რეგენერაციული პროცესების სტიმულირებას, ინფილტაციების გაწოვას, კუნთების მოდუნებასა  და უჯრედშიდა მეტაბოლიზმის გაძლიერებას.

25
ფიზიოთერაპია

მკურნალობის ეს მეთოდი ბუნებრივი და ხელოვნურად შექმნილი სხვადასხვა ფიზიკური ფაქტორის გამოყენებით (ლაზერი, ელექტრული და მაგნიტური ველი, ულტრაბგერა, სითბო და სხვა) ტარდება.

ფიზიოთერაპია წარმატებით გამოიყენება მედიცინის ყველა სფეროში: ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, გასტროენტეროლოგია, ოფთალმოლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ტრავმატოლოგია, კარდიოლოგია, პედიატრია და სხვა.

20
სამედიცინო მასაჟები

ზურგის და მხრის მასაჭი - 95 ლარი

ზედა კიდურების მასაჟი - 50 ლარი

თავის მასაჟი - 50 ლარი

ქვედა კიდურების მასაჟი - 95 ლარი

ღრმა მასაჟი ბამბუკით ზურგი - 95 ლარი

ღრმა მასაჟი ბამბუკით ქვ.კიდურები - 95 ლარი

კონსულტაციები

ექიმი-თერაპევტის კონსულტაცია – 35 ლარი

ექიმი-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია – 35 ლარი

ექიმი-გინეკოლოგის კონსულტაცია – 35 ლარი

ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცი – 35 ლარი

ექიმი-უროლოლოგის კონსულტაცია – 35 ლარი

ექიმი-დერმატოლოგის კონსულტაცია – 35 ლარი

ლაბორატორიული გამოკვლევები

სისხლის საერთო ანალიზი  20 ლარი

შარდის საერთო ანალიზი  20 ლარი

გლუკოზა  10 ლარი

პროთრომბინი  20 ლარი

სისხლის ჯგუფის/რეზუს ფაქტორის განსაზღვრა  20 ლარი

ტესტი ჰელიკობაქტერზე  35 ლარი

რევმატოიდული ტესტი  20 ლარი

ღვიძლის ფუნქციები (სრული) - 65.00 ლარი

ელექტროლიტების განსაზღვრა სისხლში (Na, K, Ca, P, Mg, Fe)  35 ლარი

ლიპიდური ცვლა   25 ლარი

თირკმლის ფუნქციები (კრეატინინი, შარდოვანა, ნარჩენი ანალიზი)  35 ლარი

კოაგულოგრამა  20 ლარი

აივ ვირუსი  20 ლარი

ჰეპატიტი B  20 ლარი

ჰეპატიტი C  20 ლარი

სიფილისი  20 ლარი

კუჭის წვენის მჟავიანობის გამოკვლევა  25 ლარი

ნაღვლის წვენის გამოკვლევა  25 ლარი

ფეკალური მასის ანალიზი  20 ლარი

ფეკალური მასის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე  25 ლარი

ფეკალური მასის ანალიზი ჰელმინთებზე  20 ლარი

ალფა ამილაზა  20 ლარი

ვაგინალური ნაცხის ბაქტეროსკოპული ანალიზი  20 ლარი

წვეთოვანი  20 ლარი

წვეთოვანი წამლით  30 ლარი